"მობიტელის" მიერ "კავკასუს ონლაინის" საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე საჯარო სხდომა 25 მარტს გაიმართება

შპს "მობიტელის" მიერ შპს "კავკასუს ონლაინის" საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 25 მარტს გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ.

კომისიის ინფორმაციით, შპს "მობიტელისთვის" შპს "კავკასუს ონლაინის" საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

"კომისიამ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით შპს "მობიტელს" (ბილაინი) შპს "კავკასუს ონლაინის" საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის სქემის დაკონკრეტების მიზნით დამატებითი ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვა. განმეორებით შპს "მობიტელის" მიერ შპს "კავკასუს ონლაინის" საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 10 მარტს გაიმართა", - აცხადებენ კომისიაში.

მათივე თქმით, კომისიამ შპს "მობიტელის" მიერ შპს "კავკასუს ონლაინის" საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2016 წლის 5 აპრილს უნდა დაასრულოს, როდესაც საქართველოს "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური, სამთვიანი ვადა იწურება.