საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას თანხები წელსაც დააკლდება? - პრობლემები, რომლებიც ჯანმრთელობის დაზღვევაშია

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება შესაძლოა, წელსაც დასჭირდეს. პროგრამისთვის პირველ კვარტალზე გამოყოფილი 161 მილიონიდან ორი თვის განმავლობაში 122 მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯულია. სპეციალისტები ამბობენ, რომ შარშანდელის მსგავსად, წლის დასაწყისში უკვე ფიქსირდება რამდენიმე მილიონიანი გადახარჯვა, რაც არაეფექტური მონიტორინგის შედეგია. ექსპერტთა ნაწილი მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზნობრიობაში კორექტივების შეტანასაც ურჩევს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ პროგრამას თანხები წელსაც დააკლდეს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე