აზერბაიჯანული ავიაკომპანია  AZALJET თბილისში ფრენებს განახორციელებს

აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZALJET ბაქო-თბილისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს.

როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ფრენები 28 მარტიდან დაიწყება.

ბილეთის ღირებულება 49 ევროს შეადგენს, ხოლო ორივე მიმართულებით - 98 ევრო.

AZALJET მგზავრებს ეკონომ-კლასის სამ სატარიფო კატეგორიას სთავაზობს: Budget, Discount და Comfor.

AZALJET ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ დაბალბიუჯეტიანი ბრენდია.