ევროკომისია უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით სავარაუდოდ, აპრილში გამოვა

ევროკომისია უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დაწესების საკანონმდებლო ინიციატივით სავარაუდოდ, აპრილში გამოვა.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდოდ აპრილში ევროკომისია უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე წინადადებას წარადგენს", - განაცხადა იუნკერმა.

მიმდინარე კვირას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უმაღლესმა რადამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიმდინარე წელს უკრაინის მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა ვიზის გარეშე შეძლონ.