"BP-საქართველოს" გენერალურმა მენეჯერმა შსს-ს მადლობა გადაუხადა

შს სამინისტროს "BP-საქართველოს" გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა მადლობა გადაუხადა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, "BP-საქართველოს" წარმომადგენელმა სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორს ზურაბ ჭაბაშვილს, მის მოადგილეებს და დეპარტამენტის 19 თანამშრომელს გადასცა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს "BP-საქართველოს" წარმომადგენლობასთან, რაც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.