ევროკავშირის ლიდერები მიგრაციის კრიზისზე თურქეთისთვის წარსადგენ ერთობლივ წინადადებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით თურქეთისათვის წარსადგენ ერთობლივ წინადადებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროპული მედიის ცნობით, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ქსავიერ ბეტელის თქმით, ევროკავშირის ერთობლივ პოზიციას თურქეთს დღეს წარუდგენენ.

წინადადება საბერძნეთში თურქეთიდან გადასული ყველა მიგრანტის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ ევროკავშირმა თურქეთს შესაძლოა, ფინანსური დახმარება გაუწიოს ან შენგენის ქვეყნებში თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გააუქმოს.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს საბერძნეთიდან თურქეთში ლტოლვილების დაბრუნების პროცესი სწრაფად განახორციელოს. ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს თქმით კი, თურქეთში მიგრანტების დაბრუნება რთული განსახორციელებელი იქნება. ამასთან, თურქეთის პრემიერ-მინისტრი, აჰმედ დავუთოღლუ აცხადებს, რომ ის არ შეეგუება თურქეთის "ღია ციხედ" გადაქცევას.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე თურქეთიდან მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, მხოლოდ წელს კი 132 000.