მსოფლიოს 10 საუკეთესო აეროპორტი

უკვე მეოთხე წელიწადია, მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად სინგაპურის ჩანგის აეროპორტს ასახელებენ.

მან ბრიტანული კვლევითი კომპანიის Skytfax-ის პრემია Skytfax World Airline Awards დაიმსახურა, რომელსაც ავიაგადაზიდვების სფეროს "ოსკარს" უწოდებენ.

გამოკითხვაში მონაწილე მგზავრებმა სათანადოდ დააფასეს ჩანგის ხელმძღვანელობის ძალისხმევა აეროპორტის გაუმჯობესების კუთხით - ჩანგიში ორი კინოთეატრი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ასევე ფუნქციონირებს აუზი და ეგზოტიკური ბაღი.

მეორე ადგილზე გავიდა სამხრეთ კორეის აეროპორტი "ინჩხონი", რომელიც დედაქალაქ სეულიდან 70 კილომეტრში მდებარეობს. საერთაშორისო ავიაგადაზიდვების კუთხით, ინჩხონი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. აეროპორტი ულამაზესი დიზაინით გამოირჩევა.

მესამეზე მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც ბავარიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ფრანც-იოზეფ შტრაუსის სახელობისაა. მიუნხენი გერმანიაში სიდიდით მეორე აეროპორტია. შიდა რეისებზე ის ყოველწლიურად 9 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება.

მეოთხე ადგილი ტიკოის ჰანედას აეროპორტი გავიდა, რომელიც ერთ დროს მგზავრთა ოდენობის მხრივ მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებდა. აეროპორტი სამ ტერმინალს შეიცავს, აქედან ორი მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელით არის დაკავშირებული ერთმანეთთან. საინტერესოა, რომ ჰანედას აეროპორტი პირველად 1931 წელს გაიხსნა.

მეხუთე ადგილზეა ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მნიშვნელოვანი რეგიონული სატრანსპორტო ცენტრია ჩინეთისთვის, აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის. 2014 წლის მონაცემებით, ჰონგ-კონგის აეროპორტი მოემსახურა 63 მილიონზე მეტ მგზავრს. ჰონგ-კონგის აეროპორტი სატვირთო რეისების კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ყოველწლიურად აეროპორტის გავლით 4 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადის.

მეექვე ადგილზე ასევე გავიდა აზიური ქვეყნის აეროპორტი და ის იაპონიის ჩუბუს საერთაშორისო აეროპორტი გახდა. აეროპორტი ხელოვნურ კუნძულზეა განლაგებული და ერთ-ერთია მსოფლიოს ხუთ აეროპორტს შორის, რომელიც ზღვაში მდებარეობს.

იხილეთ გაგრძელება