"მედიატორი" - მერიამ 37 000-ლარიანი ფოტოაპარატი შეიძინა

გაზეთ "ახალი თაობის" ინფორმაციით, დედაქალაქის მერიამ გასულ კვირას საკმაოდ ძვირადღირებული ფოტოაპარატი შეიძინა. საუბარია 37 400-ლარიან "ქენონის" ფირმის აპარატსა და მის შესაბამის აქსესუარებზე.

მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მერიას ახალი ფოტოაპარატის შეძენა არაფერში სჭირდებოდა: "მერს რამდენიმე ფოტოგრაფი ემსახურება, შესაბამისად, მერიაში არის ფოტოაპარატები. აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია, რა საჭირო იყო 40 000 ლარის გადაყრა 2 ფოტოაპარატში.

გამგეობები სოციალურად დაუცველებს ერთჯერადი დახმარების გაცემაზე უარს ეუბნებიან იმ საბაბით, რომ ბიუჯეტში პრობლემებია, ამ დროს ნარმანია ამხელა თანხას იხდის აპარატში, - ამბობს ხაბეიშვილი.

"ჯერ მილიონი ხის დარგვაზე გადაირია, მერე მილიონი ვარდის დარგვა მოითხოვა, ახლა, ეტყობა, ახალი ჰობი გაუჩნდა და თავისი სახელობის ორმოების გადაღებას აპირებს, ალბათ, გამოფენა უნდა მოაწყოს. მერიას, როგორც ვატყობ, მუზეუმად ან საგამოფენო ცენტრად გადააკეთებს", - ამბობს ხაბეიშვილი.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა