მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესპროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება იგეგმება

მაღალმთიან დასახლებებში ბიზნეს აქტივობის წახალისებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება იგეგმება. მთის განვითარების ეროვნული საბჭო ამჟამად პროგრამის კონცეფციაზე მუშაობს, რომლის ერთ-ერთი მიმართულება რეგიონებში ბიზნეს პროექტების დაფინანსება იქნება. ფინანსური რესურსი "მთის განვითარების ფონდიდან" გამოიყოფა.

როგორც საბჭოში აცხადებენ, პროგრამა კონკრეტულად მაღალმთიანი დასახლებების საჭიროებებზე იქნება მორგებული და მის ფარგლებში მოსახლეობის სამეწარმეო უნარების განვითარებაც მოხდება. საბჭოში განმარტავენ, რომ მთავრობის მხრიდან ინიციატივის მოწონების შემთხვევაში, პროგრამის განხორციელება უახლოეს თვეებში დაიწყება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე