Google-ის, Facebook-ის, Apple-ის და სხვა მსოფლიო გიგანტების სასადილოებში კვება სრულიად უფასოა, მენიუმ კი შესაძლოა, საუკეთესო რესტორნებს გაუწიოს კონკურენცია.
Google-ის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. კომპანიის თანამშრომლებს სამჯერადი უფასო კვება აქვთ Hemispheres კაფეში , სადაც ულამაზესი ხედია მანჰეტენზე. კაფე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი, სადაც სხვადასხვა კერძები, ფასტფუდი, ნაყინი და წვენები იყიდება.
Apple
Apple-ის შტაბბინა მდებარეობს აშშ-ის კალიფორნიის შტატში, კუპერტინოში. კომპანიის სასადილო Caffè Macs-ი ძალიან დიდი, ნათელი და უფასოა. კომპანიის თნამშრომლებს სთავაზობენ მექსიკური, იტალიური, იაპონური, ესპანური, ფრანგული სამზარეულოს კერძებს, ასევე უამრავი სახეობის ნაყინს.
Facebook-ის სათავო ოფისი მდებარეობს აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ქალაქ მენლო პარკში. ოფისის თანამშრომლები დღეში სამჯერ Epic Cafe-ში იკვებებიან. სასადილოში ძირითადად, ამერიკული და აზიური სამზარეულოა წარმოდგენილი. Facebook-ის თანამშრომლებს უფლება აქვთ, კერძები სახლში წაიღონ, სტუმრებისთვის კი სასადილოში შეღავათებია გათვალისწინებული.
Dropbox
კომპანია Dropbox-ის სათავო ოფისი სან ფრანცისკოში მდებარეობს. სასადილო Tuck Shop-ი 400 მეტრის ფართობს იკავებს და კერძების უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს თანამშრომლებს. კომპანია განსაკუთრებით ამაყოფს საკუთარი შეფ-მზარეულებით, რომელბსაც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში აქვთ ნამუშევარი.
Pixar
კომპანია Pixar-ის სასადილო Cafè Luxo-ს შესასვლელში კომპანიის შექმნილი ანიმაციური გმირების, მათ შორის ყველასთვის საყვარელი ბაზ ლაიტერისა და ვუდის ქანდაკებები დგას. კოპმპანიის სასადილოში უამრავია კერძია, მათ შორის პიცის რამდენიმე სახეობა, მექსიკური ბურიტო და სხვადასხვა სახეობის დესერტი.