ხევსურული ბოსტნის "პიონერები"

შრომის ნაყოფის ხილვა მუდამ სიხარულს გვანიჭებს.

რატომ ხდება ასე, ამას თავისი საფუძველი აქვს, მე კი ჟინვალში სწორედ ეს შეგრძნება მქონდა გიორგი მელიქიშვილისა და რუსუდან ბანცურის ოჯახის კარის შეღებისას - ამ ჩვეულებრივმა ადამიანებმა მათდა უნებურად იკისრეს სოფლის მეურნეობის "მისიონერის" როლი ხევსურეთსა და საზოგადოდ, მთიანეთში.

ახლა კი ამ "მისიონერობას" უკვე ხანდაზმულ ასაკში, შვილებთან ერთად აგრძელებენ - მთაში ის კულტურები მოჰყავთ, რომელთაც აქ მანამდე არავინ იცნობდა. მათ მაგალითზე კი ამ გამოცდილებას სხვები იზიარებენ. ეს ხალხი დაღამებამდე მუხლჩაუხრელად შრომობს და შედეგით ხარობს.

მათი სახლის კარს მაშინ მივადექი,­ როცა გიგო ძია ბაღში ბარით იდგა და კარ-მიდამოს კმაყოფილი ათვალიერებდა. გასხლულ ვაზსა თუ აყვავებულ ხეხილს მეც გადავხედე და გამოველაპარაკე. მან კი, ოჯახისა მთავარი დედაბოძი ქალია, ის რომ მხარში არ ამომდგომოდა, ჩემზე მეტიც არ ეშრომა და შვილები არ გაეზ­არდა, ეს ყველაფერი არ იქნებოდაო და მეუღლეს დაუძახა...

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 21 მარტის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ეთერ ერაძე