დიმიტრი ქუმსიშვილი – ბიზნესასოციაციის მოთხოვნა ლეგიტიმურია და ჩვენ მას სერიოზულად მოვეკიდებით

ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და ჩვენ მას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით , - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე გადასვლის გადავადების შესახებ ბიზნესასოციაციის წინადადებას.

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა რეფორმებს ატარებს იმისთვის, რომ ბიზნესმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

"ეს ყველაფერი კეთდება ბიზნესისთვის; იმისთვის, რომ ბიზნესმა კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნას და ჩვენი მოსახლეობა დასაქმდეს. ბიზნესასოციაციის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და ჩვენ აუცილებლად ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით ამ მოთხოვნას", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ბიზნესასოციაცია პრემიერს მიმართავს და სთხოვს, მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე გადასვლა 2017 წლის 1-ელი ივლისის ნაცვლად 1-ელი იანვრიდან მოხდეს.