აპრილიდან ევროკავშირის ყველა ქვეყანაში როუმინგზე ერთნაირი ფასი ამოქმედდება

ევროკავშირი მობილურ კავშირზე როუმინგის ახალ ტარიფებს აწესებს.

გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში ევროპარლამენტის მიერ იქნა მიღებული, თუმცა ძალაში ახალი ფასები 2016 წლის 30 აპრილიდან შევა, ხოლო 2017 წლის 15 ივნისიდან საერთოდ გაუქმდება.

ახალი ტარიფების მიხედვით, მომხმარებელი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ერთნაირ ფასს გადაიხდის, იმის მიუხედავად, არის ის რომელიმე წევრ-ქვეყანაში (სულ 28) თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს ეხება როგორც დარეკვას, ისე მოკლე ტექსტურ შეტყობინებასა და ინტერნეტის მოხმარებას. ახალი ტარიფები შემდეგნაირად დადგინდა: ერთი წუთი ზარი – 0.05 ევროცენტი, სმს- 0.02 ევროცენტი, ერთი მეგაბაიტი ინტერნეტის საფასური 0.05 ევროცენტი. ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე.

იხილეთ გაგრძელება