Le Figaro - ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა "ლე ფიგარო" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა.

ბრიუსელის "ზავენტემის" აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. აეროპორტიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. აეროპორტი ამ დროისთვის დახურულია.