ბრიუსელის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანია დაშავებული

ბრიუსელის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანია დაშავებული.

ინფორმაციას ამის შესახებ AFP ავრცელებს. ამასთან ერთად, უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიუსელში შეაჩერეს ავტობუსებისა და ტრავმაის მოძრაობა. დახურულია აეროპორტი და მეტრო.

ბოლო მონცემებით, "ზავენტემის" აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულია 15, დაშავებული კი სულ მცირე 35 ადამიანია.