საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების მე-2 რაუნდი 9 მაისს გაიმართება

საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების მე-2 რაუნდი 9 მაისს გაიმართება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ აღნიშნა, ორივე მხარე შეთანხებულია, რომ მოლაპარაკებები ამ წლის ბოლოს დასრულდება.

,,ორივე მხარე შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებებს ამ წლის ბოლოს დავასრულებთ, რომელიც ალბათ, უპრეცედენტო იქნება ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების ისტორიაში. შესაბამისად, ჩვენ გავცვალეთ ტექსტები. 9 მაისს იგეგმება მოლაპარაკების მეორე რაუნდი და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული იქნება, რომელიც მიგვცემს საშუალებას, რომ ეს შეთანხმება წლის ბოლოს დავასრულოთ", - განაცხადა არველაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული შეთანხმება საქართველოსთვის დამატებით მილიარდ 400 000 მილიონიან ბაზარს გახსნის.

,,ჩვენ შევეცდებით, რომ ტარიფებისა და სერვისების ლიბერალიზაცია მივახდინოთ, რადგან ეს მოლაპარაკება შეეხება როგორც ტარიფების განულებას, ასევე სერვისების ლიბერალიზაციას ორ ქვეყნას შორის", - განაცხადა არველაძემ.

საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების პირველი რაუნდი 23-24 თებერვალს გაიმართა.