3D პრინტერის მიერ შექმნილი პირველი მანქანა მსოფლიოში

Strati - ეს არის მსოფლიოში პირველი სამგანზომილებიანი მანქანა, რომელიც 3D პრინტერის მეშვეობით შეიქმნა ჩიკაგოში. მას 64 კმ/სთ სიჩქარით 160-დან 190 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია. მანქანა თერმოპლასტმასისგან არის დამზადებული და მისი ყველა ნაწილი, გარდა მისი მექანიკური ნაწილებისა, 3D პრინტერის მეშვეობით არის შექმნილი. Strati მეცნიერების ერთ-ერთ დიდ მიღწევად ითვლება, რადგან სამგანზომილებიანი პრინტერის მიერ არის შექმნილი, რაც თავისთავად ერთ-ერთ რევოლუციურ გამოგონებას წარმოადგენს მეცნიერების ისტორიაში. ამ ეტაპზე მოდელის ფასი 18 000 და 30 000 აშშ დოლარს შორის მერყეობს, თუმცა მისი შემქმნელები მომავალში მანქანის ფასის ვარდნას პროგნოზირებენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე