დიმიტრი ქუმსიშვილი - ონლაინ სესხების მიმართულებით რეგულირება უნდა არსებობდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თვლის, რომ ონლაინ სესხების მიმართულებით რეგულირება უნდა არსებობდეს.

ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხისას განუცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მისი მონაცემებით ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.

"ალბათ უახლოეს მომავალში ჩვენ ვნახავთ ამ რეგულაციებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სესხებზე, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ეროვნული ბანკის პრეროგატივა და ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს ეს. ჩემი მონაცემებით, მათი ხედვა ემთხვევა ჩემს ხედვას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.