დიმიტრი ქუმსიშვილი - მთავრობა შეეცდება მედიაციას "ჯორჯიან უოთერ ფაუერსა" და ძველ თბილისში აბანოების მეპატრონეებს შორის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობა შეეცდება მედიაციას "ჯორჯიან უოთერ ფაუერსა" და ძველ თბილისში აბანოების მეპატრონეებს შორის არსებულ დავაში.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთიც და მეორეც არის კერძო ბიზნესი.

"შესაბამისად, რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესის ნაწილში სამართლიან ქვეყანაში სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გადაუწყვეტელ თემებზე, თუმცა ჩვენ, როგორც მთავრობა, შევეცდებით, მედიაციას იმისთვის, რომ კერძო ბიზნესი განვითარდეს ყველანაირი დაბრკოლების გარეშე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.