ბრიუსელის აეროპორტი 28 მარტზე ადრე არ გაიხსნება

ბრიუსელის აეროპორტი მგზავრებისთვის 28 მარტზე ადრე არ გაიხსნება. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ აეროპორტის "ტვიტერის" ოფიციალური გვერდი იუწყება.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აეროპორტი 27 მარტის ჩათვლით დაკეტილი იქნება.

ბრიუსელის აეროპორტი 22 მარტს, ჩამოფრენის დარბაზში განხორციელებული ორმაგი ტერაქტის შემდეგ დაიკეტა, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.