რეგულაციები, რის დაკისრებასაც ონლაინსესხებზე ითხოვენ

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ", ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების რეგულირების მოთხოვნით, კამპანია დაიწყო. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ონლაინსაკრედიტო კომპანიებზე ეროვნული ბანკის რეგულაციები უნდა გავრცელდეს. ასოციაციის წარმომადგენლის, ზურაბ კუკულაძის განცხადებით, აუცილებელია სესხის გაცემის წესის შეცვლა და კომპანიებისთვის მეტი გამჭვირვალობის ვალდებულების დაკისრება. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების სესხების საპროცენტო განაკვეთებთან ერთად არაადეკვატურად მაღალია მათ მიერ დაკისრებული სხვადასხვა სანქციაც. ასოციაცია უახლოეს ხანებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის საკუთარი ინიციატივების გაცნობას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე