ადგილობრივი პროდუქტის წილი მთლიან მოხმარებაში გაზრდილია

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ადგილობრივი წარმოების მიერ შიდამოხმარების დაკმაყოფილების მაჩვენებლები გაზრდილია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტების ზრდას აანონსებს. მინისტრის მოადგილის, გოჩა ცოფურაშვილის განცხადებით, 2015 წლის მონაცემებით, სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქტის წილი მთლიან მოხმარებაში გაზრდილია. მისი თქმით, ბოლო წლებში თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი იზრდება, რაზეც ექსპორტის მაჩვენებლებიც მიუთითებს. 2014 წელს შიდამოხმარების დაკმაყოფილების კუთხით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 8% ხორბალს ჰქონდა. ეს მაჩვენებელი ფრინველის ხორცის შემთხვევაში 25 პროცენტი იყო. ყველაზე მაღალი, 96-პროცენტიანი წილი კვერცხს ჰქონდა. გასული წლის მონაცემებს კი სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაახლოებით ერთ კვირაში გამოაქვეყნებს.