დავით საგანელიძემ და ალექსანდრე მაშკევიჩმა ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობის საკითხები განიხილეს

ბოაოს საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ცნობილ ბიზნესმენ ალექსანდრე მაშკევიჩს შეხვდა, რომელიც აზიის საერთაშორისო ფორუმზე სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.

"საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ალექსანდრე მაშკევიჩის ინიციატივით მიმდინარე ჯანდაცვის პროექტებს, რომელშიც "საპარტნიორო ფონდიც" მონაწილეობს.

"შეხვედრაზე აღინიშნა ამ პროექტების მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში და ის პირველი დადებითი ეფექტი, რომელიც საქართველოში მედიკამენტებზე ფასების მნიშვნლოვან შემცირებაში გამოიხატა.

შეხვედრაზე განხილული იქნა, როგორც ფარმაცევტული ქარხნის, ასევე ახალი ჰოსპიტალური ცენტრის მიმდინარე საკითხები და პროექტებში სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის შესაძლებლობები", - ნათქვამია ინფორმაციაში.