რატომ ვერ უწევს კონკურენციას ქართული ხილი უცხოურს

"სომხებს გორიდან წაღებული ჯიშები ისე აქვთ შეფუთული და მოვლილი, რომ ხალხი იმას ყიდულობს და არა აქვე, ადგილზე მოწეულს"

გაზაფხული ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ფერმერებისთვის. ამ დროზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის - მოსავლის ხარისხი და რაოდენობა. როგორ მოუარონ ბაღებს მეხილეებმა ან როგორ გააშენონ ხეხილის პლანტაცია? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი აკაკი ღლონტი.

- ხეხილი რომ გავაშენოთ, აუცილებელია ნიადაგის გადახვნა შემოდგომაზე, დაახლოებით 60 სანტიმეტრ სიღრმემდე. ნიადაგი რომ არ გამოიფიტოს­ და არ გამოშრეს, მისი დამუშავება სასურველია 4 წელიწადში ერთხელ მაინც. ადრე გაზაფხულზე კი მინერალური სასუქები უნდა შევიტანოთ. ყველა ნიადაგი განსხვავებულია და ამიტომ სხვადასხვა რაოდენობის სასუქს მოითხოვს. განსაკუთრებით სჭირდება ფოსფორკალიუმიანი სასუქები, რადგან ძალიან სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. სასუქი უნდა მოხვდეს ფესვთა სისტემასთან ახლოს, რათა მცენარემ ადვილად შეიწოვოს. გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყების წინ კი უკვე აზოტოვანი სასუქით გამოკვებაა საჭირო. ფოსფორკალიუმიანი სასუქები ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე შეგვაქვს, აზოტოვანი - ვეგეტაციის დაწყების დროს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 28 მარტის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ხათუნა ჩიგოგიძე