ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს

ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლების საპროტესტო აქცია გაიმართა. მძღოლები ამბობენ, რომ ერთ წელზე მეტია, რაც სამუშაოს გარეშე არიან დარჩენილები და მათ ნაცვლად საერთაშორისო გადაზიდვებს აზერბაიჯანელი მძღოლები ახორციელებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ტარიფები ქართველ მძღოლებსა და აზერბაიჯანელებს ერთი და იგივე აქვთ. აქციის მონაწილეები აზერბაიჯანელ მძღოლებთან თანაბარ სამუშაო პირობებში ჩაყენებას მოითხოვენ. ისინი საქართველოს მთავრობასა და ტრანსპორტის სამინისტროს პროცესებში დროულად ჩართვისკენ მოუწოდებენ.

დღეს მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციაზე ვიცე-მერი ლევან ჩოჩია მივიდა, იგი მუნიციპალიტეტის სახელით მძღოლებს შესაბამის უწყებასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

მძღოლები დაშლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ გზას მაინც გადაკეტავენ.