გერმანია მიგრანტთა სოციალური ინტეგრაციისთვის კანონს მიიღებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, თომას მაზიერის განცხადებით, გერმანია ამზადებს კანონპროექტს, რომელიც სავალდებულოს გახდის ქვეყანაში მყოფი მიგრანტებისა და ლტოლვილების, ასევე თავშესაფრის მაძიებელი პირების გერმანიაში სოციალურ ინტეგრაციას.

როგორც euronews.ge წერს, მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ კანონმდებლობით სავალდებულო გახდება, მათ შორის, გერმანული ენის შესწავლა.

"ის, ვინც არ შეისწავლის ენას, ვერ გაჩერდება გერმანიაში 3 წელზე დიდი ხნით", - განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/3588