2015 წლის ლიდერი ქალები მთავრობაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში

ქალთა კონფერენციაზე, სახელწოდებით - „ქალის როლი ეკონომიკურ ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“ 2015 წლის ლიდერი ქალები დააჯილდოვეს.

2015 წლის პრიზი “ლიდერი ქალი მთავრობაში“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ქეთი ბოჭორიშვილს გადაეცა, „ლიდერი ქალი ბიზნესში“ ახალგაზრდა მეწარმე მარიკა კოდუა გახდა, „ლიდერი ქალი სამოქალაქო საზოგადოებაში" პრიზი კი ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს ნინო ზამბახიძეს გადაეცა.

კონფერენციის ფარგლებში ასევე მოეწყო ქალი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. კონფერენცია USAID-ის პროექტ „მმართველობა განვითარებისთვის“ და საქართველოს ქალთა ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.