2014 წლის Kia Optima უკვე წარმოდგენილია ”კია მოტორსის” თბილისის ავტოსალონში

2014 წლის Kia Optima ბიზნესკლასის "სედანის" მესამე თაობის განახლებული ვერსიაა.

Kia-ს ავტომობილები საუკეთესო დიზაინით გამოირჩევა და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს (Red Dot Design Award, IF Design Award) მფლობელია . Kia-ს ბოლოდროინდელი მოდელების წარმატება და ეფექტური გარეგნობა ”აუდიდან” კორეულ კომპანიაში გადმობირებული მთავარი დიზაინერის, გერმანელი პიტერ შრეიერის დამსახურებაა.

2014 წლის Optima-ში კომბინირებულია სტილი და ფუნქციონალურობა. დიზაინის დახვეწასთან ერთდ, ორიგინალ სახესინარჩუნებს . Kia-ს დიზაინერთა ჯგუფმა განაახლა წინა და უკანა LED ფარები, რომლებიც განსაკუთრებულ ეფექტს აძლევს მოდელს. Optima-ში გამოყენებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალები, როგორიცაა Nappa-ის ტყავის სავარძლები, რომელთა პრემიუმხარისხი პირველივე შეხებისას იგრძნობა.

გარეგნულ ცვლილებებთან ერთად, Kia-მ თავისი ტექნოლოგიები უფრო მარტივად სამართავი გახადა. ავტოექსპერტები აღნიშნავენ, რომ განახლებული Optima უფრო მაღალი კლასის და მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე ავტომობილია, რომლის შეძენაც თავის კლასში მიმზიდველ ფასად არის შესაძლებელი.

2014 წლის განახლებული Kia Optima უკვე ”კია მოტორსის” თბილისის ავტოსალონშია წარმოდგენილი.

”კია მოტორსის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "იბერია ბიზნესჯგუფია.