რატომ არ უნდა გავიდეთ პენსიაზე ადრე

რამდენიმე ათეული წლის მუშაობის შემდეგ, ყველას უჩნდება დასვენების და პენსიაში გასვლის სურვილი. თუმცა, ეს უფრო განვითარებულ ქვეყნებზე შეიძლება ითქვას, ვიდრე განვითარებადზე. ვინაიდან განვითარებულ ქვეყნებში პენსიაში გასულებს შედარებით უზრუნველი ცხოვრება ელოდებათ, ვიდრე განვითარებადში.

როგორც "ბიზნეს ინსაიდერი" წერს, პენსიაში გასვლიდან რამდენიმე თვეში ადამიანი აცნობიერებს, რომ მას ენატრება აქტიური ცხოვრება. გთავაზობთ მიზეზებს, რის გამოც პენსიაში გასვლა არ უნდა გიხაროდეთ:

1. სამსახურის სიყვარული: თუ თქვენ გიყვართ თქვენი სამსახური და ის, რასაც აკეთებთ, მაშინ გაგიჭირდებათ მისი მიტოვება.

2. ფინანსური მდგომარეობა:

მუშაობის დროს ფულის დაზოგვა იმისათვის, რომ პენსიაში გასვლის შემდეგ უზრუნველად იცხოვროთ, რთულია. პენსიაში გასვლის გადადება კი ადამიანს უფრო მეტ დროს აძლევს იმისათვის, რომ დაზოგოს თანხა და შეამციროს პენსიაში ყოფნის დრო.

3. ჯანმრთელობა: ხშირად მუშაობა უფრო დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, ვიდრე პენსიაში ყოფნა. საფრანგეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც გვიან გადიან პენსიაში, უფრო ნაკლებად დგანან დემენციის (გონებრივი პრობლემების) რისკის წინაშე.

განაგრძეთ კითხვა