თელავის თეატრის დაფინანსება 300 000 ლარით გაიზრდება

თელავის თეატრის დაფინანსება 300 000 ლარით გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თეატრის მმართველმა პაატა გულიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

აღნიშნული ინფორმაცია კულტურის სამინისტროშიც დაადასტურეს. მათივე განცხადებით, გადაწყვეტილება თელავის თეატრისთვის დაფინანსების გაზრდაზე მიღებულია და მინისტრი მიხეილ გიორგაძე მომავალ კვირას განკარგულებას ხელს მოაწერს.

აღნიშნული თანხის დამატების შემდეგ თეატრის საერთო წლიური დაფინანსება ნახევარ მილიონ ლარს მიაღწევს.