"საქართველოს ბინზესასოციაციის" შეფასებით, მოგების გადასახადის რეფორმის ნაჩქარევი დანერგვა ბევრ რისკთანაა დაკავშირებული

"საქართველოს ბინზესასოციაციის" შეფასებით, მოგების გადასახადის რეფორმის ნაჩქარევი დანერგვა ბევრ რისკთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნესასოციაციის" პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა.

"საქართველოს ბინზესასოციაციამ" კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმდება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდეს. მისივე თქმით, ბიზნესასოციაცია ყოველთვის საუბრობდა, რომ მოგების გადასახადის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.

"მარტივი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და სწრაფი, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არასწორია. მე თუ მკითხავთ, როგორც ბიზნესმენს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს ეს რეფორმა და მომხრე ვარ, მოგების გადასახადის რეფორმა დაინერგოს არა 1-ელი იანვრიდან, არამედ 1-ელი ივლისიდან, მაგრამ, როგორც ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, ისე თუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ამ კანონის დისკრედიტაცია. ჩვენ დავინახეთ ძალიან ბევრი რისკი, რომელიც დაკავშირებული იყო რეფორმის ნაჩქარევ დანერგვასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენმა კომიტეტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ვაძლევთ ხელისუფლებას რეკომენდაციას, რომ მოხდეს ამ რეფორმის დანერგვა 1-ელი იანვრიდან", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.