შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია გრძელდება

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია გრძელდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას, დიდუბის გამგეობა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აგრძელებენ. ახალგაზრდებმა დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის დასაწყისში, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა-გადასასვლელი "3D" ფორმატში მოხატეს.

ქვეითთა გადასასვლელს სტუდენტები, შს სამინისტროსა და დიდუბის გამგეობის თანამშრომლები ერთობლივად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხატავდნენ. "ზებრა" გადასასვლელზე მათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სლოგანი - "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" დაწერეს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებმა და გამგეობის თანამშრომლებმა ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი "ზებრა"

გადასასვლელი უკვე მოხატეს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების

ცნობიერების ამაღლება.