დანიის მთავრობამ გერმანიასთან საზღვარზე დროებითი კონტროლი გაახანგრძლივა

დანიის მთავრობამ გერმანიასთან საზღვარზე დროებითი კონტროლი გაახანგრძლივა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

"აუცილებელია სასაზღვრო კონტროლის გახანგრძლივება იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ლტოლვილებისა და მიგრანტების დიდი ჯგუფების აკუმულირება დანიაში", - განაცხადა დანიის იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრმა ინგერ სტოიბეკმა.

მისივე თქმით, ლტოლვილთა ნაკადი, შესაძლოა, ტემპერატურის მატებასთან და ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდოს.