ბრიტანეთში რობოტმა ფეხმძიმე ქალი გადაარჩინა

ახალგაზრდა დედა პირველი ადამიანი გახდა დიდ ბრიტანეთში, ვისაც ფილტვის კიბოს ოპერაცია რობოტმა გაუკეთა. ჯემა უოკერი 27 წლისაა და მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, როდესაც ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. იმისთვის, რომ რობოტს, რომელსაც "და ვინჩის რობოტი" ჰქვია, ოპერაცია ჩაეტარებინა, ჯერ ბავშვი უნდა გაჩენილიყო.

"ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ მცირე ფიზიკური აქტივობაც კი სერიოზულად მღლიდა. ვიცოდი, რომ რაღაც უნდა მეღონა. ექიმებმა ამიხსნეს, რომ რობოტს გამოიყენებდნენ სიმსივნის ამოსაღებად. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ძალიან სწრაფად გამოვჯანმრთელდი", - ყვება პაციენტი.

"და ვინჩის რობოტი" მექანიკურ მკლავებს და მასზე დამაგრებულ პინცეტურ თითებს იყენებს ადამიანური უნარების გამოსავლენად. სპეციალური "ხელთათმანებით" ქირურგი მინიატურულ ინსტრუმენტებს აკონტროლებს ყველაზე რთულად მისადგომ სხეულის ნაწილებში.

ტრადიციული ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, ჯემა ვერ შეძლებდა ახალშობილის ხელში აყვანას და მის მოვლას რამდენიმე კვირის განმავლობაში. ახლა კი 4 დღეში გაწერეს საავადმყოფოდან და თავს მშვენივრად გრძნობს.

განაგრძეთ კითხვა