ოფშორული  კომპანიის ფლობის გამო ისლანდიაში პრემიერის გადადგომას ითხოვენ

ისლანდიაში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა.

როგორც "ბიბისი" წერს, ათასობით ადამიანი დედაქალაქის ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც გასაჯაროვდა ე.წ. "პანამის დოკუმენტები", რომლის თანახმად, ისლანდიის პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე ოფშორული კომპანიის მფლობელები არიან.

თავად პრემიერმა უკვე განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და გასაჯაროებული მასალები ახალს არაფერს შეიცავდა.

"პანამის დოკუმენტების" თანახმად, ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა 2007 წელს ოფშორული კომპანია შეიძინა, რომლის აქციების 50% მოგვიანებით მეუღლეს 1 აშშ დოლარად მიყიდა.

აღნიშნულმა კომპანიამ ისლანდიის ბანკებში მილიონობით დოლარის ინვესტირება მოახდინა.