მიწის რეგისტრაციისას აზომვითი ხარჯების სუბსიდირება ბიუჯეტიდან მოხდება

მიწის რეგისტრაციის პროცესში აზომვითი ხარჯების სუბსიდირება ბიუჯეტიდან მოხდება.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფოს ქონების ეროვნულ სააგენტოში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, საამზომველო კომპანიები სპეციალური კითხვარის შევსებას ხვალიდან დაიწყებენ.

,,მათ უნდა შეავსონ სპეციალურად მომზადებული ონლაინ კითხვარი. ჩვენ გვაქვს შეთავაზება კონკრეტული ფასებით. გაიმართა შეხვედრა ამზომველებთან, რომლის მთავარი მიზანი იყო, მათი პრობლემების მოსმენა და შენიშვნების გათვალისწინება. ამ ეტაპზე დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, ამზომველების ჩართულობა დიდია და ჩვენ ვცდილობთ, ყველა მოსაზრება გავითვალისწინოთ”, - აღნიშნეს სახელმწიფოს ქონების ეროვნულ სააგენტოში.

უწყების ცნობით, მონაცემების დამუშავებისა და ბაზრის კვლევის შემდეგ უკვე კონკრეტული დეტალები გახდება ცნობილი.

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, უფლებადაურიგესტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე