დღეიდან, 17 აპრილის ჩათვლით ღამის საათებში „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური აკეთებს.
„დღეიდან, 17 აპრილის ჩათვლით, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე გადაიკეტება. შეზღუდვა დედაქალაქში მიმდინარე გზების კაპიტალურ შეკეთებას უკავშირდება. ამ პერიოდის განმავლობაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზით: მარჯვენა სანაპიროზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება ვახუშტის სახელობის ხიდის პანდუსით გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩების გავლით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.