გერმანიამ, შესაძლოა, მაისიდან დროებითი სასაზღვრო კონტროლი გააუქმოს

გერმანიამ, შესაძლოა, მაისიდან დროებითი სასაზღვრო კონტროლი გააუქმოს. ამის შესახებ ევროპული მედიის ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა განაცხადა.

მისი თქმით, დროებითი სასაზღვრო კონტროლი გაუქმდება, თუ გერმანიაში ჩამსვლელ მიგრანტთა რიცხვის შემცირების პროცესი შენარჩუნდება.

„ჩვენ გამოვიყვანთ სამართალდამცველებს საზღვრებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ“, - აღნიშნა მეზიერმა.

ავსტრიიდან გერმანიაში ჩამსვლელ მიგრანტთა რიცხვი მარტის შემდეგ დღეში 140-მდე შემცირდა.