საფრანგეთმა პანამა შავ სიაში შეიყვანა

ე.წ პანამის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ საფრანგეთმა ქვეყანა იმ ტერიტორიების შავ სიაში შეიყვანა, რომლებიც პარიზის ფისკალურ სფეროში თანამშრომლობას არ ექვემდებარებიან.

როგორც euronews.ge წერს, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ცვლილება საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ინიციატივით განხორციელდა.

შავი სია საფრანგეთმა 2010 წელს შეადგინა. მაშინ სიაში 18 ტერიტორიული ერთეული შევიდა, მოგვიანებით კი 8-მდე შემცირდა.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/4404