რამდენად სტაბილურია ლარის კურსის გამყარების ტენდენცია?

იპოვა თუ არა ლარმა ახალი წონასწორული კურსი და რამდენად სტაბილურია გამყარების სწრაფი ტენდენცია - იანვრის ბოლოს 2 და 5 ნიშნულამდე გაუფასურებული ლარი ორ თვეში დაახლოებით 20 პუნქტით გამყარდა. სავალუტო ბაზარზე 1 დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 30 თეთრამდე დაკორექტირდა. ეროვნული ვალუტის გამყარების ძირითადი მიზეზები თებერვალ-მარტში ტურიზმიდან, ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული გაზრდილი შემოსავლებია. ლარის კურსზე დადებითად აისახა მთავრობის მიერ დეფიციტური ხარჯვის შემცირებაც. თუმცა ბოლო დღეებში დაფიქსირებული კურსის მერყეობის გამო სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ლარის არსებული ნიშნული სტაბილური არ არის. ექსპერტების განმარტებით, საშუალოვადიან პერიოდში კურსის როგორც კიდევ უფრო გამყარებისთვის, ასევე გაუფასურებისთვის ბევრი ფაქტორი არსებობს. მათ შორისაა ტურისტული სეზონი, რეგიონში შექმნილი ვითარება და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე