დევიდ კემერონი ოფშორულ ზონაში ქონების ფლობას აღიარებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ მას და მის მეუღლეს მამის საკუთრებაში არსებული ფონდიდან წილი ჰქონდათ.

როგორც eruronews.ge წერს, კემერონის მამა იან კემერონი, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა, კომპანია Blaimore Holdings-ს ფლობდა და იყო Mossack Fonseca-ს კლიენტი.

კემერონის განცხადებით, მან და მისმა მეუღლემ მამის გარდაცვალების შემდეგ გაყიდეს ფონდი დაახლოებით 30,000 ფუნტ სტერლინგად და შესაბამისი მოგების გადასახადიც გადაიხადეს.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/4518