ქუთაისში ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში # 37 ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანია ”ლინს” მათი კუთვნილი ხელფასების გადახდას სთხოვენ.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, კომპანიას დასაქმებულების მიმართ დავალიანების სახით 28 ათას ლარამდე გააჩნია. მათივე თქმით, თუკი ხელისუფლება და კომპანიის წარმომადგენლები მათ მოთხოვნებს დროულად ყურადღებას არ მიაქცევენ, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.