საცალო ქსელში საწვავზე ფასი გაიზარდა

სამომხმარებლო ბაზარზე ზოგიერთმა ნავთობიმპორტიორმა საწვავის ფასი გაზარდა.

კომპანია ,,ვისოლის” ქსელში საწვავის ღირებულებამ 6 აპრილიდან 5, 7 და 8 თეთრით მოიმატა. საწვავის ფასი დღევანდელი მონაცემებით ასე გამოიყურება: ეკო სუპერი 1.88 ლარი, ეკო-პრემიუმი 1.72 ლარი, ეკო-რეგულარი 1,54 ლარი, ხოლო ეკო დიზელი 1.62 ლარი. 

6 აპრილიდან დაკორექტირდა ფასები GULF-ის ბენზინგასამართ სადგურშიც. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ფასის მატება საერთაშორისო ბაზარზე პლატსის გაძვირებამ გამოიწვია. აღნიშნულ კომპანიაში პრემიუმი 6 თეთრით, რეგულარის ტიპის საწვავი კი 8 თეთრით გაძვირდა.

"გალფის" ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასები დღევანდელი  მონაცემებით ასეთია: G-Force პრემიუმი 1.75, G-Force- ევრო რეგულარი 1.63, ევრო რეგულარი 1,53, ხოლო G-Force ევრო დიზელი 1.65.

სხვა ქსელებში კომპანიების მიერ ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჯერჯერობით ფასების ცვლილება არ მომხდარა.

ქრისტინე გამთენაძე