ნოდარ ხადური - "შუახევჰესის" პროექტი უმნიშვნელოვანესია

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, "შუახევჰესის" პროექტის განხორციელება ერთ-ერთი გამოძახილია იმისა, რომ ქვეყანაში ინვესტორებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. ამის შესახებ ხადურმა კომპანია ”აჭარის წყლის” პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

”ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხორციელდება და რომელიც მართლა რეკორდულად სწრაფ პერიოდში განხორციელდა. ეს არის ერთ-ერთი გამოძახილი იმისა, რომ ქვეყანაში ინვესტორებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. ეს პროექტი არის ნაბიჯი გადადგმული საქართველოს ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და დამოუკიდებლობისათვის. პროექტი მნიშვნელოვანია აჭარისთვის, ვინაიდან კომპანია გადაიხდის გადასახადს, მათ შორის ქონების გადასახადს. დასაქმებული იქნებიან ადგილობრივები და მნიშვნელოვანია, რომ აჭარის რეგიონში შეიქმნა დამატებითი ინფრასტრუქტურა, მათ შორის სოციალური”, - აღნიშნა ხადურმა.