ნოდარ ხადურის განცხადებით, სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით აღმასრულებელ ხელისუფლებას ყველაფერი გათვლილი აქვს

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით აღმასრულებელ ხელისუფლებას ყველაფერი გათვლილი აქვს.

ასე უპასუხა ხადურმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, ხომ არ შეიქმნება თანხების გამოყოფის პრობლემა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს მაშინ, როცა პროექტ check-in georgia-სთვის მთავრობის სარეზერვო ფონდში 29 მილიონი ლარია განსაზღვრული.

”ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ, ასევე ეს არის ნაბიჯი იმისთვის, რომ წახალისდეს ტურიზმი და ეკონომიკის განვითარება. არანაირი პრობლემები არ შეიქმნება. ყველაფერი გათვლილი გვაქვს”, - აღნიშნა ხადურმა.