NDI - ლარის გაუფასურების გამო, გამოკითხულთა უმეტესობა უფრო მეტს ხარჯავს ან ნაკლებად ყიდულობს საჭირო საგნებს

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, ლარის გაუფასურების გამო, გამოკითხულთა უმეტესობა ან უფრო მეტს ხარჯავს იმ საგნებზე, რომლებიც სჭირდება, ან ნაკლებად ყიდულობს.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, რა გავლენა იქონია თქვენს ოჯახზე ლარის კურსის დაცემამ დოლართან მიმართებაში, გამოკითხულთა 56%-მა აღნიშნა, რომ ”ზოგადად, უფრო მეტს ხარჯავს იმ საგნებზე, რაც სჭირდება”, 40%-ის თქმით, ”ზოგადად, უფრო ნაკლებად ყიდულობს იმ საგნებს, რაც სჭირდება”, 4%-მა აღნიშნა, რომ ”საერთოდ არ მოუხდენია გავლენა”, 1%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

”ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო ”რუმსში” ამ წუთებში მიმდინარეობს.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.