ავსტრიასა და იტალიას შორის სასაზღვრო რეჟიმი 1-ელ ივნისამდე გამკაცრდება

ავსტრიის თავდაცვის მინისტრის, ჰანს პეტერ დოსკოცილის განცხადებით, ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე, ბრენეროს პუნქტზე, გამშვები რეჟიმი არაუგვიანეს 1-ელ ივნისამდე გამკაცრდება.

როგორც euronews.ge წერს, ზუსტი თარიღი შემოსული მიგრანტების რაოდენობასა და გამყოფი ნაგებობების მშენებლობის ტემპზე იქნება დამოკიდებული.

როგორც ცნობილია, გუშინ, 11 აპრილს, ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სასაზღვრო პუნქტ ბრენეროსთან, ავსტრიისა და იტალიის საზღვრის მონაკვეთზე გამყოფი კონსტრუქციების მშენებლობა დაიწყო. სავარაუდოდ, ნაგებობა 250 მეტრის სიგრძის იქნება და, იტალიიდან მიგრანტების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, მთავარ ავტომაგისტრალსა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზას გადაკეტავს.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/4725