იანვარ-მარტში საქართველოში ექსპორტი 13%-ით შემცირდა

2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2136 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია.

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, ექსპორტი 443 მლნ აშშ დოლარი იყო (13 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1693 მლნ აშშ დოლარი (6 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მარტში 1250 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59 პროცენტი შეადგინა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე