გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის, ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

კითხვაზე სწორი პასუხი გასცა გამოკითხულთა 31%-მა, არასწორი პასუხი გასცა - 11%-მა.

საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900-მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მ ჩაატარა.