ბაზარზე ვაშლისა და პიტნის არომატის ახალი ლიმონათი გამოჩნდა

ქართული ლუდის კომპანია "ზედაზენი" ლიმონათის ერთგულ მომხმარებელს კიდევ ერთ, განსაკუთრებული გემოს არჩევანს სთავაზობს - ქართულ ბაზარზე "ზედაზენის" ლიმონათის ახალი არომატი - ვაშლი პიტნით გამოჩნდა.

„დღეიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ზედაზენის ლიმონათის შვიდი არსებული არომატის გარდა ახალი, ვაშლი პიტნით დააგემოვნოს“, - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე.

"ზედაზენის" ლიმონათი, ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში კომპანიის მიერ წარმოებული ლიმონათი ყველაზე მაღალი სანდოობით და პოპულარობით სარგებლობს.

„სანდოობა - ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი, რომლის მოპოვებაც ჩვენმა კომპანიამ ამ წლების განმავლობაში შეძლო“, - აღნიშნავს ხათუნა მიქაცაძე.

ახალი არომატი სხვადასხვა შეფუთვებშია ხელმისაწვდომი - 0.5ლ შუშა, 1ლ პეტი და 2ლ. პეტი.